ჩრდილო კორეა კიდევ ორ რაკეტას ცდის და სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ჩრდილოეთ კორეა უარს ამბობს სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის მოქმედებების გამო მიიღო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამხრეთ კორეა აგრძელებს სამხედრო წვრთნებს... ის [სამხრეთ კორეის პრეზიდენტი] საუბრობს „მოლაპარაკებებზე“ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ამავდროულად აგრძელებს ომის სცენარს, რომლის მიზანი ჩვენი არმიის 90 დღეში განადგურებაა. ის ნამდვილად უსირცხვილო ადამიანია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 2045 წლისთვის კორეის ნახევარკუნძული გაერთიანდება. მან აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია „კრიტიკულ სიტუაციაშია“, ვინაიდან ჩრდილოეთ და სამხრეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ამასთანავე, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, დღეს დილით ჩრდილო კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეექვსე ასეთი დატესტვა იყო.

მათივე ინფორმაციით, ამოუცნობი ტიპის რაკეტებმა ზღვის დონიდან 30 კილომეტრით ზემო 230 კმ მანძილი დაფარა.

იხილეთ ვიდეო: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს აცხადებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა