„გალერია თბილისი“ 15 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15 აგვისტოს, 22:15 საათზე „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც მოხდა სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გალერია თბილისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „გალერია თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება.

ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო