სასამართლო დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაიკითხება. სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე იმყოფება, თუმცა ის დაკითხვამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე ორი მოწმე - სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმები დაკითხეს. სულ დასაკითხ პირთა სიაში 150-მდე პირია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. სასამართლო სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა