ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს 100 000 - ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

„საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა და 195-მა აპლიკანტმა გამოხატა ინტერესი კონკურსის მიმართ. მათგან 45-მა განაცხადმა ვერ გაიარა ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი. შესაბამისად, ხარისხობრივი შეფასების შედეგად, რომლის დროსაც 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი აფასებს განაცხადს, დარჩენილი 150 აპლიკანტიდან შეირჩა 41 პროექტი.

უკლებლივ ყველას, 195- ვე აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა შევიდეს პორტალზე, სადაც პირად გვერდზე მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც შეფასებისა და მიღებული ქულების, ასევე ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით, 8:30-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში (მისამართი: ოქროყანა, ინოვაციევის ქ.#7) გაივლიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ტრენერები ე.წ. ,,ქოუჩები“ შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. პრეზენტაციების შემდეგ კი, 3 სექტემბერს, გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები. თითოეული მათგანი მიიღებს საგრანტო პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას 100 000 ლარამდე ოდენობით.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა. პროგრამას ახორციელებს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭრით.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა