ლევან კობერიძე გიორგი გახარიას მოუწოდებს, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას უპასუხოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ კანონის დარღვევაზე საუბრობს და როგორც განმარტავს, მინისტრი სადეპუტატო კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

კობერიძემ ჯერ კიდევ 12 ივნისს გახარიას შს სამინისტროს მიერ წარმოებულ კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის“ თაობაზე მიმართა. მან სადეპუტატო კითხვის ფორმატში მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანი ჰქონდა და რა კონკრეტული შედეგი დადგა აღნიშნული კამპანიის შედეგად, რა იყო აღნიშნული კამპანიის მთლიანის ბიუჯეტი და ვინ იყო შემსრულებელი კომპანია, ტენდერის რა ფორმით მოხდა მომსახურების შეძენა.

„სადეპუტატო კითხვა გიორგი გახარიას გავუგზავნე, რომელმაც არ მიპასუხა და ამით კანონი დაარღვია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში სრული წერილობითი პასუხი წარუდგინოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა