მამუკა ბახტაძე - ჩვენ სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობაში 3-ჯერ შევამცირეთ

ჩვენ სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობაში 3-ჯერ შევამცირეთ და რომ არა აზიური ფაროსანა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე გასულ წელს ვისაუბრებდით იმაზე, რომ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს სოფლის მეურნეობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 6 წლის წინ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით საგარეო ვაჭრობაში დეფიციტი 1 მილიარდს აღწევდა და წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში ეს დარგი დააკნინა.

„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ თურმე საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა და მოდით, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი, ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა.

წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში და დღეს, 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებულია 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი 3-ჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა და ის ძალიან მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომელიც მან შექმნა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე გასულ წელს ვისაუბრებდით იმაზე, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს შევძლებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში და ეს იქნება ფერმერების დამსახურება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს