პრემიერი - ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც თითოეული მოქალაქე აქტიურად იქნება ჩართული და მიიღებს შემოსავალს

„ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს სამეგრელოში,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აშენდა პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს სამეგრელოში. ყოველი ასეთი პროექტი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიოთ - ჩვენი რეგიონები განვავითაროთ თანაბრად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახდინოთ სიღარიბის დაძლევა. ჩვენი ამოცანაა, რომ გვქონდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც საქართველოს თითოეული მოქალაქე მასში აქტიურად არის ჩართული, იღებს შემოსავალს და მისი ოჯახის პირობები დღითიდღე უმჯობესდება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა