ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო  ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა. კომიტეტი, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საკონსულტაციო პლატფორმას წარმოადგენს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირების სისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული კომიტეტის შემადგენლობაში შედიან, როგორც კერძო სექტორის ასევე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. მუშაობის პროცესში, კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რათა, მაქსიმალურად გამარტივდეს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების მდგომარეობა, ახალი საბაჟო კანონმდებლობა და უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ საკითხები.

ცნობისთვის, ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მიზანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ვაჭრობის მოქნილი, მოდერნიზებული სისტემის მხარდასაჭერად საქონლის საზღვარზე გადაადგილებაში ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის მდგრადი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ძალისხმევის მობილიზება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა