ზესტაფონში  ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს, ასევე მათ სამუშაო პირობებს „არასათანადოდ“ მიიჩნევენ.

მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

"დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, სოლიდარობის გამო მათი რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობას გასაცნობად გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.

იხილეთ ვიდეო: ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა