ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა

უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა, ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობის წესი დასრულდეს, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეაფასა.

როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ ვერ შეძლო გაებედა და ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა.

„ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების საკითხს. ვფიქრობთ, გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში, სასამართლოში არის ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. გასაუბრების პროცესი ჯგუფური შეტევების ფონზე მიმდინარეობდა. ისინი ეცადნენ, რომ კონკურსის მეშვეობით შეექმნათ დემოკრატიული იმიჯი, მაგრამ გასაუბრების პროცესმა ცხადყო, რომ რეალურად, სისტემაში არის ანტიდემოკრატიული ტენდენციები და ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც არის კონკურსანტი, ვერ შეძლო და ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა და მას ჰქვია ჩინჩალაძე, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ლევან მურუსიძე. ეს არის ფასადური, ყალბი კონკურსი და მას საერთო არაფერი აქვს კონკურენციასთან. სია გაჯერებული იყო მოსამართლეებით, რომლებიც ვფიქრობ, მონაწილეობდნენ პროცესში იმიტომ, რომ შეექმნათ ერთგვარი ფონი. ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა. სწორედ ამ ფასადურ კონკურსს უნდა დაერქვას სახელი და ეს არის სწორედ ავტორიტარული მმართველობა სასამართლო სისტემაში, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობის წესი დასრულდეს. ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 15 აგვისტოს დასრულდა. იუსტიციის საბჭო, სავარაუდოდ, თვის ბოლოს უყრის კენჭს კანდიდატთა 20-კაციან სიას, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა