ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. გურიელის N5-ის ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად კი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი იგება. პროექტის ბოლო ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდება, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მოსაშვილის N9-ში, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ეზოში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. პროექტის ბოლოს ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და პროექტების დეტალები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეათანხმა.

„გეგმის მიხედვით მუშაობას განვაგრძობთ და ამ დროისთვის, ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცე ცხრა მისამართზე ეწყობა. ყველა სივრცე იქნება კეთილმოწყობილი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. გასართობი მოედნებისა და სხვა ურბანული ავეჯის განთავსების გარდა, ტერიტორიები გამწვანდება. აქვე მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოწყობილ სივრცეებს გაუფრთხილდეს და მოუაროს, რადგან ჩვენ გარემოზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, სულ 20 მისამართზე განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა