ანა დოლიძე - მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით, რათა გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან - ბრძოლა გრძელდება

მხოლოდ ერთად შევძლებთ, ფასადი გავწიოთ გვერდზე და შევქმნათ ისეთი ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველას გაგვიხარდება ცხოვრება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები პერფორმანსის ფონზე შეაჯამეს. ბრიფინგის დროს მათ ზურგს უკან დადგმული იყო ბანერი უზენაესი სასამართლოს შენობის გამოსახულებით.

„დღეს თქვენს წინაშეა უზენაესი სასამართლოს შენობის ფასადი, ჩვენს უკან. დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას. ჩვენ წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი და თქვენთვის გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან. ამ პროცესის ერთი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ნამდვილი, სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, თუმცა მე და ნაზი ჯანეზაშვილი მარტო აქ ვერაფერს შევძლებთ. დღეს ჩვენ შევძელით და გაჩვენეთ ის, რომ თქვენ წინაშეა მხოლოდ და მხოლოდ ფასადი და სინამდვილეში ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ, ფუყეა. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო ვერ ვიქნებით და გვჭირდება თქვენი, მედიისა და ხალხის მიერ გაცნობიერება, რომ ეს სახელმწიფო, სასამართლო, ქვეყანა ჩვენია და მხოლოდ ერთად შევძლებთ, ეს ფასადი გავწიოთ გვერდზე და შევქმნათ ისეთი ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველას გაგვიხარდება ცხოვრება. ამიტომ, ახლა სიმბოლურად ვწევთ ამ ფასადს, მაგრამ სექტემბერში ყველას გელოდებით, რადგან ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს ფასადი დაანგრიოს, არის ქართველი ხალხის ძალა", - განაცხადა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ბრიფინგზე გამოსვლის შემდეგ სიმბოლურად, გვერდზე გასწიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ დადგმული ბანერი უზენაესი სასამართლოს შენობის სურათით.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს