დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დაკავებული მოძღვრის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

დღევანდელი შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეკანოზის შეწყალების მოთხოვნა შეიტანა.

მისი თქმით, მამალაძეს “ექვს თვეზე მეტია, რაც მარჯვენა კიდურები პარალიზებული აქვს და დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება”.

ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები ასევე მიმართავენ საპატრიარქოს და უწმინდეს ილია მეორეს, რათა უშუამდგომლოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და შეიწყალონ დეკანოზი მამალაძე.

“რაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მისთვის არ მიგვიმართავს შეწყალებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქალბატონ ზურაბიშვილს მივმართავ შეწყალების შუამდგომლობით. მანამდე ჩვენ მიმართული გვქონდა ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის, რომელმაც, სამწუხაროდ, უარი გვითხრა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. შეწყალების მოთხოვნის განახლების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექვს თვეზე მეტია, რაც მაჯვენა კიდურები პარალიზებული აქვს - მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციების შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატომრობაში მყოფისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ არის მინიმუმ, რომ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე და ასევე ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და მის წინამძღოლს, უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ მოხდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება“, - განაცხადა ფანცულაიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა