„გალერია თბილისის" წარმომადგენელი - უსაფრთხოების მიზნით სისტემების შემოწმება მიმდინარეობს - საზოგადოებას დღის განმავლობაში ვაცნობებთ, როდის განვაახლებთ მუშაობას

„გალერია თბილისში" უსაფრთხოების მიზნით სისტემების შემოწმება მიმდინარეობს - საზოგადოებას დღის განმავლობაში ვაცნობებთ, თუ როდის განვაახლებთ მუშაობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „გალერია თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ქეთა ახობაძემ განუცხადა.

„გუშინ საღამოს, „გალერია თბილისის" ტექნიკურ სივრცეში სავენტილაციო სისტემის დანადგარს გაუჩნდა ალი. ძალიან სწრაფად მოხდა ტექნიკური სამსახურის მიერ ალის ჩაქრობა, ასევე, მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ასევე, არ დაზიანებულა ქონება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა, სისტემების შემოწმება და დღის განმავლობაში ვაცნობებთ საზოგადოებას, თუ როდის განვაახლებთ მუშაობას. ეს შემოწმება სწორედ უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს. უახლოეს რამდენიმე საათში აუცილებლად გვეცოდინება, როდის გავიხსნებით, იმედია, ეს დღის განმავლობაში მოხდება, თუმცა ჯერჯერობით ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ახობაძემ.

იხილეთ ვიდეო: როდის განაახლებს მუშაობას "გალერია თბილისი" დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო