დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს სთხოვენ, დაკავებული სასულიერო პირის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს სთხოვენ, მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალებისთაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.

შესაბამისი მიმართვა ადვოკატებმა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ შეიტანეს.

ადვოკატების განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

“საპატრიარქოში შევიტანეთ მიმართვა და მამა გიორგის ჯანმრთელობის

მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთხოვთ საპატრიარქოს და პირადად პატრიარქს, რომ გვიშუამდგომლოს პრეზიდენტთან და გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის

მდგომარეობა, ის პირობები, რა პირობებშიც არის და რა სამედიცინო დასკვნებიც არის.

დარწმუნებული ვარ, თუ წერილს პირადად პატრიარქი გაეცნობა, მიიღებს გადაწყვეტილებას და იშუამდგომლებს პრეზიდენტთან”, - განაცხადა რამიშვილმა.

საპატრიარქოში მისვლამდე ადვოკატებმა მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო