მიხეილ კალანდიას ახალი ადვოკატი - რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება საქმეში, მით უფრო უკეთესი იქნება -  პოლიტიზირებამ მხოლოდ ავნო ამ საქმეს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ახალი ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დაზარალებული ზაზა სარალიძე შესაძლოა, შემდეგ სხდომაზე დაიკითხოს. ამის შესახებ თოდუამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმე მოცულობითია და მის გასაცნობად დრო სჭირდება. თუმცა, თოდუას თქმით, 12 სექტემბრის სხდომაზე ზაზა სარალიძის დასაკითხად ის მზად იქნება.

„საქმეში დღეს ჩავერთე. საქმე არის მოცულობითი, 16-ტომიანი, ასევე რამდენიმე ათეული გიგაბაიტის ვიდეო-აუდიოჩანაწერებია მასში, რასაც შესწავლა და დრო სჭირდება. შემდეგ პროცესზე ზაზა სარალიძე დაიკითხება.

ჩემი ჩართვა საქმეში ოჯახის გადაწყვეტილებით მოხდა დიდი ხნით ადრე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული ვიყავი, აქამდე ვერ ჩავერთე. ჩემი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით წაადგება როგორც სასამართლო სისტემის განვითარებას, ასევე ამ საქმეს და დაზარალებულს. რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება საქმეში, მით უფრო უკეთესი იქნება სამართლიანობისთვის და ჭეშმარიტებისთვის. პოლიტიზირებამ მხოლოდ ავნო ამ საქმეს და საზოგადოებას. ჩემი ხედვა და დამოკიდებულება ამ საქმისადმი ოჯახის მხრიდან მთლიანად გაზიარებულია. ვფიქრობ, ნორმალურ ჩარჩოებში მოვაქცევთ ამ საქმეს და სამართლიანობა იზეიმებს.

რაც შეეხება სხვა ადვოკატებს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საქმეში ჩემთან ერთად ჩართული იქნება კიდევ ერთი ადვოკატი, ჩემი ჯგუფის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. ჩვენი ხედვა რაც გაგვაჩნია საქმესთან მიმართებაში, გაგრძელდება მუშაობა",- განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 4 მოწმე დაიკითხა. შემდეგი სხდომა 12 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა