ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში წყლის მიწოდების მომსახურებისა და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებაზე მუშაობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყლის მიწოდების მომსახურებისა და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს’’ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა ორ საპილოტე რეგიონში - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, ამერიკელმა ექსპერტმა წყლის პოლიტიკის დარგში ქეილ ქეისმა, ადგილობრივ ექსპერტ ზურაბ ჯიქიასთან ერთად შეისწავლა და სარეკომენდაციო მოდელები წარმოადგინა.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტექნიკური დახმარების ფარგლებში, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის საშუალებით ხორციელდება.

ამასთან, ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ორგანიზაციული მართვის ახალ მოდელებზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს რეგიონულ დონეზე მართვას და დასახლებების წყალმომარაგების ქსელით ეტაპობრივად უზრუნველყოფას.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და გრიგოლ კაცია, GGI - ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ლევან სამადაშვილი მონაწილეობდნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტით გათვალისწინებული საპილოტე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები.

ამასთანავე, შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ დასახლებებზეც, სადაც რთული რელიეფური მდებარეობის და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტთან სიშორის გამო, წყალმომარაგების ქსელით მიწოდება არაგონივრული და მიუწვდომელია.

ასეთ შემთხვევებში განიხილება სხვადასხვა სცენარი, მათ შორის მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თემის გაძლიერებას, როგორც ტექნიკურად, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.

საქართველოს მთავრობის და დონორების და ფინანსებით ყოველწლიურად წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის მიმართულებით, ათობით პროექტი ხორციელდება.

ამის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით რჩება ბევრი დასახლებული პუნქტი, სადაც სუფთა წყლის მიწოდება ვერ ხერხდება და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ამის მიზეზი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და თავდაპირველად მოწყობილი სისტემების ამორტიზაციაა.

„ბოლო წლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვადასხვა ტიპის გამოკითხვებს ატარებს მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების საჭიროებებზე, ნაკლოვანებებსა და გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში, თვითმმართველობების აქტიური ჩართულობით, საქართველოს ყველა რეგიონში, ჯამში 3 172 დასახლებულ პუნქტში, სამინისტრომ შეისწავლა არსებული სისტემების მდგომარეობა და გეო-საინფორმაციო სისტემაში ასახა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს