მიხეილ კალანდიას ახალი ადვოკატი - სასამართლო სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარება ავნებს ყველას - საზოგადოებას, სასამართლოს და ბრალდებას

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ახალი ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სასამართლო სხდომების დახურულ რეჟიმში ჩატარება ავნებს ყველას - საზოგადოებას, სასამართლოს და ბრალდებას. როგორც თოდუამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის სხდომის ღიაობის მომხრეა, რის შუამდგომლობასაც დააყენებს.

„სხდომა დახურულია და მიმაჩნია, რომ არასწორად არის დახურული. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ, რამეთუ სხდომის დახურვა ავნებს ყველას - ავნებს საზოგადოებას, სასამართლოს და ბრალდებას",- განაცხადა თოდუამ.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს, როგორც თოდუა აცხადებს, დღეს დაკითხული მოწმეები არ იყვნენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები.

„მით უმეტეს, რომ ეს მოწმეები დაკითხულები არიან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, დაკითხულები არიან სხვა სასამართლო პროცესებზე და ისინი არ არიან არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის მატარებლები. მათ არაფერი უნახავთ, დაჭრის შემდეგ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. დაიკითხა 4 მოწმე",- განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს, 12:00 საათზე მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

სულ დასაკითხ პირთა სიაში 150-მდე მოწმეა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს