იაპონიის ელჩი - შეშფოთებული ვარ გუგუტიანკარში არსებული ვითარებით - იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას - ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ გუგუტიანკარში ჩასულმა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ განაცხადა.

იაპონელი დიპლომატის შეფასებით, სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაყოფა ახალი ღობეების აღმართვით.

“ნამდვილად შეშფოთებული ვარ არსებული ვითარებით. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, ნამდვილად მესმის და დიდი თანაგრძნობა მაქვს დაზარალებული ოჯახების მიმართ. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდება”, - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა