ნათია თურნავა იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთში იმყოფება, სადაც ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ხვდება. ნათია თურნავა სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნობა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები 16 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. სულ გაზიფიცირდება 158 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 599 99.71 ლარი. საპროექტო მილის სიგრძე 22 751 მეტრია. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი ინვესტ 2009“ შეასრულებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება. საერთო ჯამში, გაზიფიცირდება 39 ოჯახი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 64 508.03 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 2 419 მ. სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია შპს რაც „მნათობი 2013“.

რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეს, აქაც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო გაზიფიცირება და სექტემბერში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებს 215 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 383 710.92 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 14 912 მ. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „მნათობი 2013“ ასრულებს.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება. 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპაში. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა