საქართველოში 17 აგვისტოს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში ხვალ, 17 აგვისტოს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 17 აგვისტოს, საღამოსა და ღამის საათებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

„რაც შეეხება ტემპერატურას, ხვალ მოსალოდნელია +24 - 29 გრადუსი, ხოლო 18 აგვისტოს ჰაერი +26-31 გრადუსამდე გათბება. 19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში საღამოსა და ღამის საათებში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა. ხვალ ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება. 19 აგვისტოს ჩათვლით ტემპერატურა +35-36 გრადუსის ფარგლებში იქნება,“ - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა