კარლო ნატალე - ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ძალიან გვაწუხებს, ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას პრობლემის მოსაგვარებლად

ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით, - ამის შესახებ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და სხვა დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს პრობლემის მოსაგვარებლად.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და დიდი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე. ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის ჟენევაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ რეაგირებს არსებულ ვითარებაზე. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ საქართველოს მთავრობისადმი“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა