სურსათის ეროვნული სააგენტო - თბილისში, სასმელი წყალი დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება

თბილისში, სასმელი წყალი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა თბილისის სასმელი წყლის 63 სინჯი აიღეს, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, უწყების ინფორმაციით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის შემოწმებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა