პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაზე - დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან  და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული

ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა "შავი საქმის" მოთავება,- ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბურჭულაძე აცხადებს, დღეს ხელისუფლება კვლავ იმის გარჩევაშია, თუ რა მოხდა 11 წლის წინ.

„დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ! წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული. იმის მაგივრად, რომ ამ ოჯახებს იცავდნენ, დღეს ისევ 11 წლის წინ რა იყო, იმის გარჩევაზე და გადაბრალებაზე უნდათ ყურადღების გადატანა. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა „შავი საქმის" მოთავება, რომ სექტემრიდან არავინ და არაფერი აღარ აწუხებდეს. აღარც „რუსთავი 2“, აღარც „ტვ პირველი“, აღარც პროტესტანტები, თუ ვინმე ლიდერი გამოჩნდა ყველას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა. სახელმწიფოს ვკარგავთ! ყოველ დღე რაღაც ახალ მავნებლობას სჩადიან“,- წერს ბურჭულაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა