ელიზაბეთ რუდი ოკუპაციაზე -  ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ

რუსეთის ფედერაციას კვლავ მოვუწოდებთ, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ის სხვა დიპლომატებთან ერთად, რომლებიც სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებიან, გამოეხმაურა გუგუტიანთკარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია იმით, რომ ე.წ. საზღვრის გაყვანის პროცესი განახლდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღრმად შეწუხებულია იმ ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ გუგუტიანთკარში განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. ეს მოვლენების ძალიან უარყოფითი განვითარებაა, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობას და ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ე.წ. ბორდერიზაცია შეწყდეს და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - აღნიშნა რუდმა.

მანვე ურჩია საქართველოს მოსახლეობას, ამ გამოწვევის წინაშე გაერთიანდნენ.

„საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჟენევის ფორმატში მონაწილე პარტნიორები ყოველდღიურად ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ყველა იმ გამოწვევას გაეცეს პასუხი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთანაა კავშირში, მათ შორის, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, სოფელ გუგუტიანთკარში. ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა