დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ყიდვის სურვილი დანიელმა პოლიტიკოსებმა „წარმოუდგენელ ხუმრობად“ აღიქვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაინტერესება დანიის ავტონომიური ტერიტორიის, კუნძულ გრენლანდიის ყიდვის თაობაზე, დანიელმა პოლიტოკოსებმა „წარმოუდგენელ ხუმრობად“ აღიქვეს.

„ეს ალბათ საპირველაპრილო ხუმრობაა, მაგრამ სეზონი ვერ გამოიცნეს“, - დაწერა „ტვიტერში“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.

„ტრამპი ყიდულობს გრენლანდიას? იმედი მაქვს ხუმრობაა, მაგრამ სხვა თვალსაზრისით საშინელი აზრია. არის გრენლანდიის მილიტარიზაციის, გრენლანდიელების ნაკლები დამოუკიდებლობის რისკი, გარდა უზარმაზარი დანაკარგისა დანიისთვის“, - დაწერა ასევე „ტვიტერში“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარტინ ლიდეგორმა.

ინფორმაცია ტრამპის სურვილის თაობაზე, იყიდოს დანიის ავტონომიური ტერიტორია - მსოფლიოში უდიდესი კუნძული გრენლანდია, დღეს დილას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „უოლ სტრიტ ჯორნელმა“ გაავრცელა. ეს იდეა ახალი არ არის. აშშ-მ გრენლანდიის ყიდვა უკვე ორჯერ, 1867 და 1946 წლებში სცადა, მაგრამ დანიელებმა ორჯერვე უარი თქვეს გარიგებაზე.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის მიერ გრენლანდიის ყიდვის სურვილი დანიელმა პოლიტიკოსებმა ხუმრობად აღიქვეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს