მამუკა ბახტაძე - ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა პარლამენტში წარადგენს განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც მასზე იქნება დამოკიდებული.

”ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020-ის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო