მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე - ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება

ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი „საქსტატმა“ უნდა გასცეს.

„წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც „საქსტატი“ ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე „საქსტატმა” უნდა გასცეს დეტალური პასუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება”,- განაცხადა პრემიერმა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 187 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც ივნისში არსებულ 188.1 ლართან შედარებით 90 თეთრით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ივლისის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 165.8, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 313.9 ლარი.

ამასთან, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ივლისში - 265.2 ლარით განისაზღვრა, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 298.4 ლარია; ოთხსულიანი ოჯახის - 331.5 ლარი; ხუთსულიანი ოჯახის - 373 ლარი; ხოლო ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 441 ლარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს