რამაზ საყვარელიძე ელიზაბეთ რუდის განცხადებაზე - ეს მითითება ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

აქტიური პოზიციაა ამერიკის მხრიდან და ანალოგიურ აქტიურობას ითხოვს ის ქართველების მხრიდან, პოლიტიკურ აქტიურობასა და ერთიანობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. კერძოდ, ის გამოეხმაურა ელიზაბეთ რუდის განცხადებას, რომ ქართველები ერთმანეთის კრიტიკის მაგივრად, ოკუპაციის პრობლემის წინაშე უნდა გაერთიანდნენ.

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს განცხადება იმას, რომ აშშ საქართველოს ოპოზიციასა და მთავრობას მოუწოდებს, აღარ იკინკლაონ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, საყვარელიძემ განაცხადა, რომ „ეს შეიძლება იყოს გინდ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი და გინდ მოწოდება, რომ საერთოდ აღარ იყოს კინკლაობა“.

„არის საკითხები, რომლებისთვისაც კინკლაობა არაფრის მომტანია და პირიქით, მავნებელიცაა, ხოლო ეს ომის დაწყებაზე იქნება თუ ომის პროცესის შეფასებაზე, ეს უკვე სხვა საკითხებია. ამ შემთხვევაში ქართველების მიმართ კრიტიკული იყო ქალბატონი რუდის განცხადება კრიტიკის თაობაზე. ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ, ამ მითითების გარდა, რაც საყურადღებოა, არის თავად, ასე ვთქვათ, არსებულ პრობლემაში მხარდამჭერი პოზიცია ქართული ინტერესების მიმართ. ეს მითითებაც გაერთიანებისკენ მოუწოდებს და არა იმას, რომ ბრძოლა შეწყვიტეთ თქვენი ინტერესების დასაცავადო. აქტიური პოზიციაა ამერიკის მხრიდან და ანალოგიურ აქტიურობას ითხოვს ის ქართველების მხრიდან, პოლიტიკურ აქტიურობასა და ერთიანობას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საყვარელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს