სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ქონების ეფექტიანობის მართვის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ქონების ეფექტიანობის მართვის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობა შეისწავლა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბალანსზე არსებული ქონების შესახებ თავდაცვის სამინისტრო საკმარის და სათანადო ინფორმაციას არ ფლობს.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა 4,7 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივები. აქედან, უძრავი ქონების ღირებულება 1,7 მილიარდ ლარს აღემატებოდა, თუმცა არასათანადო აღრიცხვის გამო უწყება არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას მის მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებში აღნიშნულია, რომ სამინისტროში, ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციები არასრულყოფილად ტარდება და მათ შედეგებზე არ ხორციელდება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში წერილების საფუძველზე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა შესაბამისი მიღება-­ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა. აღნიშნული ქონების პრივატიზებას ეკონომიკის სამინისტრო ახორცილებდა, თუმცა ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. შესაბამისად, ასეთი ქონება მაინც ირიცხება სამინისტროს ბალანსზე.

ამასთან, აუდიტორების შეფასებით, სამინისტროში არ არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

“ქონების მართვის სტრატეგიისა და გეგმის არარსებობის გამო, ვერ ხდება თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ქონების სწორად იდენტიფიცირება. ზოგიერთ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსგან უკან ითხოვს იმ ქონებას, რომელიც თავად გადასცა შემდგომი განკარგვის მიზნით,”-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო: აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ქონების მართვის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზე საუბრობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა