კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა

მოგზაურობის უფრო კომფორტულად დაგეგმვისთვის კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის მფლობელებისთვისაც უფრო მოქნილი გახადა.

თუ აქამდე თვითმფრინავის ბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის გაკეთება, iOS სისტემაზე იყო ხელმისაწვდომი 4-5 დღეა, ანდროიდის სისტემის მომხმარებლებსაც მიეცათ საშუალება, აღნიშნული ოპერაციები განახორციელონ.

მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს ყველაზე ხელმისაწვდომი ავიაბილეთების მოძიებასა და სასტუმროების ნომრების ხელსაყრელ ფასად დაჯავშნაში ეხმარება. საძიებო სისტემაში კონკრეტული ადგილმდებარეობის ან სასტუმროს დასახელების მონიშვნის შემდეგ, Aviabiletebi.org App ხვადსხვა საფასო კატეგორიაში რამდენიმე ვარიანტს წარმოადგენს.

როგორც კომპანიის დირექტორი მალხაზ კევლიშვილი განმარტავს, მოგზაურობის დასაგეგმად აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული გახდა, რადგან მათი ძირითადი ნაწილი ოპერაციებს მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებს.

Aviabiletebi.org ანდროიდის სისტემის აპლიკაციის განახლებასთან ერთად, მომხმარებელს კიდევ ერთ მიმზიდველ სერვისს სთავაზობს: სასტუმროების ნაწილის ნომრებზე და ავიაბილეთებზე ფასდაკლება მხოლოდ მობილური აპლიკაციის გამოყენებისას.

„თავდაპირველად,ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც iOS სისტემაზე იყო ხელმისაწვდომი. ანდროიდზე კი მომხმარებლებს მხოლოდ ავიაბილეთებს ვთავაზობდით. რამდენიმე დღის წინ დავამატეთ სასტუმროებიც, რათა ანდროიდის სისტემის მომხმარებელთათვისაც მეტი კომფორტი შევქმნათ. ასევე, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია, მომხმარებელმა სასტუმრო ან ავიაბილეთი მისთვის მისაღებ ფასში აარჩიოს, რადგან ფასდაკლებებსა და რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ და იქიდან სასურველ სერვისს ირჩევს“, - აღნიშნა მიხეილ კევლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში ძირეულად შეიცვალა და განახლდა ავიაბილეთების საძიებო გვერდიც. შედეგად, შესაძლებელია ბარგის შესახებ ინფორმაციის მოძებნა, სხვადსხვა სახის ფილტრის გამოყენება, პერსონალური შეთავაზებებით სარგებლობა და ავიაბილეთის უფრო სწრაფად მოძიება. ამასთან, აპლიკაციას დაემატა იაფი ავიაბილეთების კალენდარი, რაც საშუალებას მოგცემთ, მუდმივ რეჟიმში ადევნოთ თვალი, ავიაბილეთი რომელ თარიღზეა უფრო იაფი და რა მიმართულებით, რაც საუკეთესო დასვენების მოსაწყობად ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

Aviabiletebi.org-ის აპლიკაციას განახლებამდე ის 10 000 ადამიანს ჰქონდა გადმოწერილი. 4-5 დღეში, რაც ანდროიდის სისტემასთან მიმართებაში კომპანიამ ცვლილებები განახორციელა, აპლიკაცია უკვე 1 000-მა პირმა განაახლა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

კომპანია Aviabiletebi.org 2017 წელს შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი იყო, Aviabiletebi.org-ის სერვისი მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული გამხდარიყო და კომპანიაც უფრო განვითარებულიყო. ასევე, აპლიკაციის შემქმნელები ზრუნავენ, მოგზაურობის დაგეგმვის დროს მომხმარებელმა მაქსიმალურად შეამციროს დროის დანაკარგი და სასურველი შედეგი სწრაფად მიიღოს.

Aviabiletebi.org დამატებით სიახლეებს გეგმავს, რაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ოფიციალური განცხადების სანახავად მიყევით ამ ბმულს

(R)

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს