დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა

ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ, სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

„გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის დაწყებისთანავე, სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან კოორდინაციის რეჟიმში, აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და გააკეთა ყველაფერი ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებიც მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე ვითარების მიმდინარეობას. კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო წარმომადგენელთა შეფასებები და პრინციპული პოზიცია არის ზუსტად დიპლომატიური ზეწოლის ის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედების შეჩერების პროცესში.

„7 აგვისტოსვე გაკეთდა პირველი ოფიციალური განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათ დეტალურად ეცნობათ ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში. იმავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა შესაბამისი განცხადებები უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით. ასევე, 7,8 9 აგვისტოს ჩვენ გავააქტიურეთ ორმხრივი არხები იმისთვის, რომ ყველა დედაქალაქის მხრიდან მოგვესმინა აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით შეფასებები. ცხადია, ეს ყველაფერი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)