ირაკლი კოვზანაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ხვდება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლში იმყოფება, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების წითელსოფელის, წერეთელის, თამარისისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობას ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კოვზანაძე ადგილობრივების პრობლემებს ადგილზე ეცნობა და მათ მომავალი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების და რეგიონში გათვალისწინებული პროექტების თაობაზე ინფორმაციას უზიარებს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის, ამბულატორიებისა და სკოლების სამშებელო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არის დაგეგმილი.

"რეგიონში დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტში 60-მდე პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 7 სკოლის მშენებლობა, ასევე, ორ სკოლას ჩაუტარდებათ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს დაგეგმილია 5 ამბულატორიის რეაბილიტაცია, აშენდება 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დაწესებულება",-განაცხადა კოვზანაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა წითელსოფელის მოსახლეობა. კერძოდ, სტიქიამ მოქალაქეებს სახლის სახურავები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაუზიანა. ამ ეტაპისთვის დაზარალებულებისთვის თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესი დაიწყო. შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც კოვზანაძის ინფორმაციით მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

"ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიმდინარე წელს ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდება 100 000 000 ლარის ჯამური ღირებულების პროექტები, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში 17 000 000 ლარზე მეტი ღირებულების",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო