თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით  ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ია კიწმარიშვილის წარმომადგენელმა თიკო ბეჟაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, დეტალებზე კი ია კიწმარიშვილთან კონსულტაციებს გაივლის.

ამასთან, როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილს უკვე მიმართული ჰქონდა იგივე სასარჩელო მოთხოვნებით, იგივე საფუძვლით სასამართლოსთვის. მისი განმარტებით, შესაბამისად, ამ საფუძვლით ეთქვა უარი ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლეს, ია კიწმარიშვილს სარჩელის მიღებაზე.

პაატა სალიას თქმით, განჩინება სასამართლომ 15 აგვისტოს გამოიტანა და მას შემდეგ, რაც ის მხარეს ჩაბარდება, იწყება გასაჩივრების ვადების ათვლა. პაატა სალიამ სასამართლოს გადაწყვეტილებაც განმარტა.

„ინფორმაცია განჩინებიდან გამომდინარე მაქვს, განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე ელექტრონულად ვნახე. განჩინების მიხედვით, უარია ნათქვამი, როგორც სარჩელის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების მიღებაზე. საფუძველი არის ის, რომ 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილს უკვე მიმართული ჰქონდა იგივე სასარჩელო მოთხოვნებით, იგივე საფუძვლით სასამართლოსთვის. მაშინ ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია ერთი და იგივე საფუძვლით, ერთი და იგივე დავის საგანზე მიმართვა სასამართლოსთვის. შესაბამისად, ამ საფუძვლით ეთქვა უარი ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლეს, ია კიწმარიშვილს სარჩელის მიღებაზე“,-აცხადებს პაატა სალია.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გაყიდვის საკითხს, პაატა სალია ამბობს, რომ ისინი პირად კომუნიკაციას არავისთან ამყარებენ, რადგან ტელეკომპანიის შეძენის სურვილის შემთხვევაში, ამის შესახებ მხოლოდ საჯაროდ უნდა იქნას გაცხადებული.

„შეთავაზება თუ იქნება გამოვეხმაურებით, ჯერჯერობით არ ყოფილა“,-აცხადებს სალია.

შეგახსენებეთ, რომ ია კიწმარიშვილი, როგორც ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლე, „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს. ამასთან, კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა