გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგება თბილისის ორ რაიონს - საბურთალოსა და სამგორის რაიონებს შეეზღუდებათ.

საბურთალოს რაიონში: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 00 საათიდან - 08 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონკოლოგიური კლინიკის ფერდობის, დელისის III ქუჩის, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, დელისის, ზემო დელისის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ტაშკენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 00 საათიდან - 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვის, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში: გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან - 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის საწარმოო ზონის, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის გასასვლელის, თეთრი ხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა