ნათია თურნავა - Fitch - ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტურმა მმართველობამ

სარეიტინგო კომპანიამ Fitch - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 2019 წლის დასაწყისში საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა „BB-“-დან „BB“-მდე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მორიგი მონიტორინგის შემდეგ “Fitch” - მა რეიტინგი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია.

მინისტრის განცხადებით, Fitch - ის რეიტინგზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ, აგრეთვე საგადამხდელო ბალანსის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და ეფექტურმა მმართველობამ.

სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განაპირობა საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა