მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას

ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას, შესაბამისად, ჩვენი გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ნომერ პირველი ამოცანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამხედროებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე ხორციელდება და სადაც პირველ ეტაპზე ბინას 635 ოფიცერი მიიღებს. მშენებლობის დასრულებისთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, ახალგაზრდა სამხედროებისთვის, პროექტის მეორე ფაზა დაიწყება.

„ორ წელიწადში დასრულდება ახალი უბნის მშენებლობა ჩვენი ოფიცრებისთვის თბილისში. მე მივეცი შესაბამისი დავალება და 2021 წლიდან, დაიწყება ბინათმშენებლობის მეორე ფაზა ჩვენი ახალგაზრდა სამხედროებისთვის”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო