პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოლონეთში ამერიკული ჯარების განლაგება უფრო კარგად შეაკავებს რუსეთს

პოლონეთში ამერიკული ჯარების განლაგება უფრო კარგად შეაკავებს რუსეთს, ვიდრე მათი ყოფნა დასავლეთ ევროპაში, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

„ამერიკული ჯარების ყოფნა პოლონეთში თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან, შემაკავებელ როლს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე მომავალშიც მათი ყოფნა დასავლეთში. რუსეთი კარგად დაფიქრდება, სანამ სამხედრო საშუალებებს გამოიყენებს, თუ დაინახავს საერთაშორისო ჯარების, მითუმეტეს ამერიკული ჯარის ყოფნას პოლონეთში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი ვიზიტის დროს, ამერიკელი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილის აღმოსავლეთ ევროპაში გადაყვანის გეგმები უფრო კონკრეტული გახდება.

ზაფხულის დასაწყისში ვაშინგტონი და ვარშავა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების „MQ-9“-ის ესკადრილიის პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებაზე შეთანხმდნენ. ამას გარდა, აშშ-მ გამოთქვა პოლონეთში ამაჟამად მყოფი ამერიკული 4,5 ათასიანი კონტიგენტის 5,5 ათასამდე გაზრდის სურვილი. აღნიშნული ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადა მრავალეროვნული საბატალიონო ჯგუფის შემადგენლობაში იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლონურ ტელეარხ Polsat-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო