საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გუგუტიანთკარში ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გუგუტიანთკარში ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ქარტიის საბჭოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ.

„ტერიტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ონლაინ მედიის მიმართ შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენელებისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცელებენ ამბებს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი, ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს, ყოველწიურად იზრდება.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია.

მოვუწოდებთ ყველა სამთავრობო უწყებას, დანერგოს ჟურნალისტთა აკრედიტაციის ისეთი წესები, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს მედიის გარკვეულ კატეგორიას, შეიმუშავოს ღონისძიებასა თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჟურნალისტთა დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა პლატფორმის წარმომადგენელს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა