„თავისუფალი საქართველო“ - ელიზაბეთ რუდის რჩევა ჩვენთვის ძალიან ფასეულია

„დღევანდელ მოცემულობაში, ელიზაბეთ რუდის რჩევა ძალიან ფასეულია და ვთვლით, რომ ეს რჩევა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს“, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პარტია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

პარტიის შეფასებით, რუდი ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს ურჩევს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე პოლემიკა არ გამართონ და ქვეყნისთვის ასეთი მტკივნეული თემის ირგვლივ გაერთიანდნენ.

„მოვუწოდებთ მთავრობას, რუსული ოკუპაციის თემაზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი ხედვა შევიმუშაოთ და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ხელი შევუშალოთ . „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მივმართავთ, ნუ იყენებენ ამ მტკივნეულ თემას ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისათვის - გაიხსენონ, როგორ იქცეოდა 2008 წლის მოვლენების დროს მაშინდელი ოპოზიცია და ისედაც დაძაბულ ვითარებას, უარესად ნუ ძაბავენ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა საქართველოს მოსახლეობას ურჩია, ოკუპაციის გამოწვევის წინაშე გაერთიანდნენ.

„საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჟენევის ფორმატში მონაწილე პარტნიორები ყოველდღიურად ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ყველა იმ გამოწვევას გაეცეს პასუხი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთანაა კავშირში, მათ შორის, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, სოფელ გუგუტიანთკარში. ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე“, - განაცხადა რუდმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს