ინდონეზიაში, გემზე გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის ტერიტორიულ წყლებში, გემზე გაჩენილ ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. ოთხი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით სააგენტო „სინჰუა“ იუწყება, რომ ინციდენტი პროვინცია სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესის მახლობლად მოხდა, როდესაც გემი მოროვალის რაიონის პორტში მიემერთებოდა.

„თავდაპირველად სამანქანო განყოფილებაში აალება მოხდა. ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ხანძარი სულ ძლიერდებოდა. ამის გამო მგზავრები წყალში გადახტნენ“, - განაცხადა საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა იუსუფ ლატიფმა.

ხანძრის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა