არსებული ინფორმაციით, სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას, სავარაუდოდ, 7 ადგილობრივი მამაკაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებულებს შორის ყველაზე უმცროსი 18 წლისაა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე ფლობენ და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებულია სავარაუდოდ, 7 ადგილობრივი. ყველა უწყებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გვექნება, დეტალებზე საუბარი რთულია”, - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

„დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებლები, აღნიშნული პირები, ვისი ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდნენ ახალუბნის მიმდებარედ, წმინდა გიორგის სალოცავის სიახლოვეს. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. თუმცა ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია და ეს გახლავთ მხოლოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია”, - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა.

ამასთან, სოფელშიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ახალუბნელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს