შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ახალუბნიდან რამდენიმე პირის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ახალუბნიდან რამდენიმე ადამიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

ვრცელდება ინფორმაცია 7 დაკავებულის შესახებ, თუმცა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ამირან ქრისტესიაშვილის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 6 მამაკაცის ადგილსამყოფელია უცნობი.

„ყველა მათგანი ახალუბნის მცხოვრებელია. ვიცით, რომ იმყოფებოდნენ სასაფლაოზე და ეკლესიაში მოლოცვას აპირებდნენ. მას შემდეგ ვერც ერთ მათგანთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ყველა სახელმწიფო უწყება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

თანასოფლელები აცხადებენ, რომ ისინი სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებულ სალოცავში აპირებდნენ ასვლას. მათივე განცხადებით, აღნიშნული ეკლესია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს, სადაც ხშირად გადაადგილდებიან შეიარაღებული ფორმიანები, ე.წ. მესაზღვრეები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა