კახა ქემოკლიძის განცხადებით, სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ, რომ დროულად გათავისუფლდნენ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე

სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები,-ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

კახა ქემოკლიძის თქმით, შვიდი მოქალაქის დაკავება საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხდა.

„არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 19:00 საათისთვის ოკუპირებული სოფლის, აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის. შესაბამისი აპარატები, სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად იყვნენ გათავისუფლებული ზემოხსენებული პიროვნებები უკანონო დაკავებიდან. ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციას უკანონოდ დაკავებული მოსახლეობის ოჯახის წევრებთან. არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეები დაკავებული იყვნენ ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა“,-აცხადებს ქემოკლიძე.

საქართველოს შვიდი მოქალაქე რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს