ნინო ბურჯანაძე - საქართველომ დსთ-ს დატოვებით შეცდომა დაუშვა

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობას“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიჩნევს, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა და

არავითარი სარგებელი არ მიუღია იმისგან, რომ ათი წლის წინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვა. ამის შესახებ ბურჯანაძემ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„მე ქვეყნის დსთ-დან გასვლის ვერავითარ სარგებელს ვერ ვხედავ. საქართველომ კარი გამოიჯახუნა და ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი. პოლიტიკაში ასეთ გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოაქვთ. რაც შეეხება ზიანს, ეს იყო მოლაპარაკებათა არენა, ეს რუს კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას იძლეოდა. ჩემი აზრით, საჭირო იყო პირიქით, დსთ-ს ველის მაქსიმალურად გამოყენება ყველა პრობლემის გასაჟღერებლად, რომლებიც გვაწუხებს და დსთ-ს ლიდერებში მხარდაჭერა გვეძებნა“ ,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველომ თავისი გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა, რადგან თანამეგობრობაში ყოფნა მის სუვერენიტეტს არ ზღუდავდა.

„ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც აჩვენა, რომ აი, გამოვედით მათი სფეროდან, სადაც რუსეთია დომინანტი“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვებიდან 18 აგვისტოს 10 წელი გავიდა. 2009 წლის 18 ასგვისტოს საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ოფიციალურად დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა