სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტიდან დაწყებული, ხელისუფლების არც ერთი მთავარი პირი  არანაირ რეაგირებას არ ახდენს არსებულ  ვითარებაზე და რუსეთი დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში

საერთაშორისო დღის წესრიგიდან ოკუპაციის თემა ფაქტობრივად გამქრალია და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშავილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები რეაგირებას არ ახდენენ იმ ვითარებაზე, რაც დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლებში ხდება და შედეგად რუსეთი „დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს“.

„მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია გასული წლების მანძილზე შეუჩერებლივ პროცესში მიმდინარეობს, რადგან გასული წლების მანძილზე, მაშინ, როდესაც უკრაინის ფონზე ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა დაეცვა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ამის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის გზავნილებით გვესაუბრება 2008 წლის ომის თაობაზე. ვხედავთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ოკუპაციის თემა ფაქტობრივად გამქრალია და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე,რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. ამიტომ, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ არიან მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამ დღეებშიც ვხედავთ, რომ სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყველა დონეზე,როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. პრეზიდენტიდან დაწყებული, ხელისუფლების არც ერთი მთავარი პირი საერთოდ არანაირ რეაგირებას არ აკეთებს ამ ვითარებაზე და რეალურად დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის და ძალიან ხშირად გამიზნულად ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების პირდაპირ შედეგი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის მდგომარეობა გუგუტიანთკარში ძალიან რთულია.

"აქ აღარ არის საგუშაგოები, რომლებიც დაიცავდა მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. მოსახლეობას არ აქვს წყალი, ისინი მიტოვებულები არიან ხელისუფლებისგან. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, რომ რუსეთს რაღაცნაირად დისკომფორტი შეუქმნან. გასუსულია საქართველოს ხელისუფლება, გასუსულია იმიტომ, რომ ეს არის მათი ხაზი - ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს",- განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს