გიორგი ბარამიძე - ოკუპაციის ხაზის მშენებლობას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს ორი მიმართულებით მუშაობა - ქვეყნის შიგნით და  საერთაშორისო ასპარეზზე

ოკუპაციის ხაზის მშენებლობას და ასევე, ე.წ. საზღვრის გადმოწევას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს ორი მიმართულებით მუშაობა, ერთი ქვეყნის შიგნით, მეორე საერთაშორისო ასპარეზზე,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა.

ბარამიძემ თანაპარტიელებთან ერთად დაათვალიერა გუგუტიანთკარში ეწ. საზღვარი და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

"ქვეყნის შიგნით აუცილებელია შესაბამისი რესურსების გამოყენება იმისათვის, რომ აქ მომსახურე უსაფრთხოების სტრუქტურებს ჰქონდეთ ბევრად მეტი პირადი შემადგენლობის რესურსი. ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ისინი რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, უნდა იყვნენ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ისევე, როგორც უსაფრთხოების სტუქტურებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის უნდა გამოიყოს 10 ჯერ მეტი რესურსი მატერიალური და ეკონომიკური დახმარებისათვის“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ისაუბროს ოკუპაციის შესახებ და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაციის გამო დაეკისროს სანქციები.

"მეორე, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე, არის ის, რომ ნაცვლად რუსული პროპაგანდის წარმოებისა და ნაცვლად იმის ძახილისა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, უნდა ტარდებოდეს აქტიური ღინისძიებები იმისათვის, რომ როდესაც უკრაინის ოკუპაციაზე არის საუბარი და უკრაინის ოკუპაციის გამო რუსეთს უწესდება სანქციები, იქვე იყოს საქართველოზე საუბარი და საქართველოს ოკუპაციის გამოც უწესდებოდეს რუსეთს სანქციები“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა