მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ძმათა სასაფლაოზე სამხედრო მოსამსახურეებმა ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები იმყოფებოდნენ.

ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. სწორედ გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ანწუხელიძეს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა