ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ყიდვის შესახებ საკითხის განხილვა შესაძლოა, რუსეთთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ეთერში რუსმა პოლიტოლოგმა სტანისლავ ბელკოვსკიმ განაცხადა.
„გრენლანდიის ძალიან მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს მისი მყინვარი - ისევ და ისევ, თუკი პირველი არა მსოფლიოში, როგორც ოდესაში ამბობენ, არც მეორე. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, მასთან ექსპერტულ-ანალიტიკურ სტრუქტურებში არაერთხელ განხილულა თემა, რომ თუკი, ცოტათი „დაათბობდნენ“ გრენლანდიის მყინვარს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მთელი დასავლეთ ევროპის ჩაძირვა. ცხადია, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შესაჩერებლად და იმისთვის, რომ რუსეთს არ მისცენ ესოდენ მნიშვნელოვანი კოზირი მოსალოდნელ მომავალ ომში, დონალდ ტრამპი ამიტომაც აყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ გრენლანდია დღესვე წაიღოს“ ,- განაცხადა პოლიტოლოგმა.
15 აგვისტოს ამერიკულმა გამოცემამ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებთან დანიისგან კუნძულ გრენლანდიის ყიდვის საკითხი განიხილა.