დონალდ ტრამპი რეცესიის საშიშროებაზე - ჩვენი მომხმარებელი მდიდარია, მე გადასახადები შევამცირე და ისინი ფულით არიან სავსე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიის საშიშროება არ არსებობს და რომ ის ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მზად არაა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

“ძალიან კარგად ვართ, ჩვენი მომხმარებელი მდიდარია, მე გადასახადები მნიშვნელოვნად შევამცირე და ისინი ფულით არიან სავსე,“ - განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი მზადაა შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ თავად ამისთვის ჯერჯერობით მზად არ არის.

ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ თეთრ სახლს ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების „ჰუმანური გზით გადაჭრის“ ხილვა სურს.

„ვფიქრობ, ეს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ძალიან კარგი იქნება,“ - დასძინა მან.

ტრამპის კომენტარს წინ უძღოდა გასულ კვირას აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ქვეყნის სამივე ძირითადი ინდექსის დაახლოებით 3 პროცენტამდე შემცირება, რამაც რეცესიის შიში გამოიწვია.

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა და სხვა 19-მა ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილეს, რაც Fitch Ratings-მა შეაფასა, როგორც ყველაზე დიდი ცვლილება 2009 წლის რეცესიის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო